გასულ თვეში ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

17/08/2018

გასულ თვეში ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული თვის სტატისტიკა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამ მიმართულებით მთავრობას სწორი და ეფექტური სტრატეგია აქვს არჩეული.

„აქვე იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ დივერსიფიკაცია ამ მიმართულებით. ამ სტატისტიკაში განსაკუთრებით კარგი გახლავთ ის, რომ იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, საიდანაც ხდება ტურისტების ჩამოყვანა საქართველოში, მაგრამ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯები. ამის შესახებ ჩვენ შემოდგომაზე დამატებით ინიციატივებს გაცნობებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0