გაუმართლათ მათ, ვისაც ყავისფერი თვალები აქვთ – ის, რაც აქამდე არ ვიცოდით

თვალი (ლათინურად oculus) მხედველობის სისტემის პერიფერიული ორგანოა და მოთავსებულია თვალბუდეში. ანატომიურად და ფუნქციონალურად სამი ნაწილისგან შედგება: პერიფერიული ორგანოების, გამტარი გზებისა და მხედველობის ცენტრებისაგან.

თავის მხრივ მხედველობის სისტემის პერიფერიული ნაწილი შედგება: თვალის კაკლის, თვალის მამოძრავებელი აპარატის (ადამიანში – თვალის 6 კუნთი) და თვალის კაკლის დამცავი ორგანოებისაგან (წარბები, ქუთუთოები, წამწამები, დიდი და მცირე საცრემლე ჯირკველბი).

ცნობილია, რომ არსებობს თვალის სხვადასხვა ფერები, რასაც პიგმენტი მელანინი განაპირობებს, ხოლო ამ პიგმენტის ნაკლებობა კი იწვევს ერთ ადამიანში განსხვავებული ფერის თვალებს, რასაც ჰეტეროქრომია ეწოდება და ის ასევე გენეტიკურ ფაქტორს წარმოადგენს. ყველაზე ხშირად კი ჰეტეროქრომიის გავრცელებული ფორმაა ყავისფერი და ლურჯი თვალი ერთ ადამიანზე, ამიტომ თუ შემთხვევით ასეთი შვილი გაგიჩნდათ, არ შეიძლება ამ სინდრომს შევხედოთ დაავადების თვალით, ეს ბუნებრივი სრულყოფილებაა, რომელიც 1000-დან 10 ადამიანს შეიძლება განუვითარდეს გენეტიკური ფაქტორის გავლენით.

რაც შეეხება ჩვენი სტატიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას, მინდა გესაუბროთ ყავისფერი თვალების თავისებურებებზე, რომელთა შესახებ თვით “მატარებლებმაც” არ იცოდით. ამბობენ- გაუმართლათ მათ, ვისაც ყავისფერი თვალები აქვთ, რადგან სიღრმისეულობა და მიმზიდველობა ერგოთ ბონუსად და უნდა ჩათვალოთ, რომ ბედმა პრემია მოგცათ. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყავისფერი თვალის მქონე ადამიანები ხასიათის უნიკალური თავისებურებებით ხასიათდებიან. გენების კონკრეტული კომპლექტი არამარტო თვალის ფერზე, არამედ მის ხასიათზეც ახდენს თურმე გავლენას.

ცისფერი თვალისგან განსხვავებით, ყავისფერი თვალების მქონე ადამიანი უფრო საიმედო შთაბეჭდილებას ახდენს გარშემომყოფზე, არის კომუნიკაბელური და ჰყავს ძალიან ბევრი მიმდევარი, რომლებიც მხარს უჭერენ მის გამჭრიახ ინიციატივებს. ასევე აქტიურები, საინტერესოები, მგრძნობიარეები და ენერგიულები არიან. თანაგრძნობის, მიდგომისა და სოციალური უნარების ჩვევებით კი თავისუფლად შეუძლიათ წარმატების მიღწევა პროფესიულ სფეროში.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ყავისფერი თვალების მქონე მამაკაცები უფრო ემოციურები არიან, ვიდრე სხვა ფერის თვალების მქონე ძლიერი სქესის წარმომადგენლები. ადვილად თანაუგრძნობენ და ბოლომდე ესმით საყვარელი ქალის.

ყავისფერი თვალების მქონე ქალები კი ძალიან დიდი გულით ხასიათდებიან- უზომოდ მოსიყვარულეები და გულახდილები არიან. ნებისმიერ მსხვერპლს გაიღებენ ახლობლების დასახმარებლად.

თანაგრძნობის, სიკეთისა და გულწრფელობის გამო, რაც ყავისფერი თვალების მქონე ადამიანებს უფრო ახასიათებთ, ვიდრე სხვა ფერის თვალების მქონე ადამიანებს, იმედგაცრუებაც ახლობელი ადამიანებისგან მათთან უფრო ხშირია, რადგან უმეტესობა მათ ამ დადებით თვისებებს ბოროტად იყენებს.

Visited 6,005 times, 1 visit(s) today