გელაურის დასახლებაში პოპოვის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს

გელაურის დასახლებაში პოპოვის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება ვაჟა-ფშაველას, პოპოვისა და პუშკინის ქუჩებს. მოეწყო სანიაღვრე არხები და ბორდიურები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება.
ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტისბიუჯეტიდან 1 541 541 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ოქტომბრის თვემდე დასრულდება.
გელაურის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმეწელია მიმდინარეობს. გასულ წლებში დასახლებაშიმოეწყო ახალი საკანალიზაციო სისტემა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 1 296 669ლარი დაიხარჯა. ახალი საკანალიზაციო სისტემით500 ოჯახი სარგებლობს.
გელაურში ქუჩების რეაბილიტაცია სამომავლოდაც გაგრძელდება.

Visited 183 times, 1 visit(s) today