გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

03/08/2017

გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მყოფი შენობა სენაკის მუნიციპალიტეტს, გამგეობის მოთხოვნით, 2016 წელს გადმოეცა. 2017 წლის 12 ივლისიდან დაიწყო 30-ზე მეტ ბავშვზე – მზარდი კონტიგენტით გათვლილი სკოლამდელი დაწესებულების შენობის რეაბილიტაცია.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, გამგებლის მოადგილეებმა: თენგიზ ლომიამ, ნატო ფულარიამ და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი – საძინებლით, სათამაშო და სასადილო ოთახებით, მოწესრიგებული სველი წერტილებით, სამზარეულოთი და გარდერობით, სექტემბრის ბოლოს, ახალი სასწავლო წლისთვის მიიღებს აღსაზრდელებს. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მშენსერვისი-7’’ ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0