გვირილობა ტრადიციულად მუხნარის ტყეში აღინიშნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გვირილობის დღესასწაული მუხნარის ტყე–პარკში გამართული სახალხო ზეიმით გაგრძელდა. ადგილზე იმერეთის 12 მუნიციპალიტეტი თავისი პატარა ეზოებით, გასტრონომიითა და შემოქმედებითი ღონისძიებებით იყო წარმოდგენილი. შეკრებილ საზოგადოებას ‘”გვირილობა 2016″ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიულოცეს.

მუხნარის ტყეში გასართობი და სპორტული აქტივობები, გამოფენები, თეატრალიზებული სანახაობები და კონცერტები მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით ყოველწლიურად იმართება. აქტივობებს იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან ასობით ადამიანი ესწრება.

Visited 231 times, 1 visit(s) today