გზების გაწმენდითი სამუშაოები ახალსოფელსა და უჩაშონაში მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დილიდან გადაუღებლად თოვს. ინტენსიური თოვის გამო ახალსოფლის და უჩაშონის საავტომობილო გზაზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა, ამ დროისთვის სპეციალური ტექნიკით გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გზის გაწმენდით სამუშაოებს საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა და გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია ადგილზე გაეცნო. ამ დროისთვის ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს.

Visited 173 times, 1 visit(s) today