გზების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მეოთხე დღეა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის გამო სპეც-ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. საავტომობილო გზის გაწმენდის პროცესებს იმერეთის რწმუნებული – გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელთან ტარიელ თუთარაშვილსა და მოადგილესთან ნიკოლოზ კრავეიშვილთან ერთად სოფელ საზანოში ადევნებდა თვალყურს. როგორც ტარიელ თუთარაშვილი განმარტავს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ამ დროისთვის 10 ერთეული სპეც. ტექნიკაა მობილიზებული. თოვლის საფარისგან მაქსიმალურად იწმინდება ყველა სოფელი და დიდთოვლობას ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის სერიოზული პრობლემები არ გამოუწვევია.

Visited 165 times, 1 visit(s) today