რწმუნებულის ადმინისტრაციაში „დორო გრუპის“ წარმომადგენლებმა, გზების მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიაზე, პრეზენტაცია გამართეს, რაც გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ჰიდრავლიკური შემკვრელი მასალების
“დოროპორტისა და “დოროსოლის” გამოყენებით.
აღინიშნა, რომ ტექნოლოგია გვთავაზობს ისეთ მეთოდებსა და შესაძლებლობებს, როგორიცაა:
• საუკეთესო გამოსავალი დაბალი ბიუჯეტის გზების (მაგალითად: მისასვლელი, სოფლისა და მეორეხარისხოვანი) მშენებლობისთვის;
• გზების სამშენებლო სამუშაოების ხარჯების 25-30%-ით შემცირება;
• გზების ფუნდამენტის სტაბილიზაციის ხარჯების 40%-ით შემცირება;
• კარიერიდან მოსაპოვებელი სამშენებლო მასალის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება;
• გზების ფუნდამენტის სტაბილიზაციის პროცესის დაჩქარება (სტანდარტული სიჩქარე 500 მ-დან 2კმ-მდე დღეში);
• უპირატესობა გარემოს დაცვის კუთხით: გზების მშენებლობისათვის გათვალისწინებული ეს ტექნოლოგია ეფუძნება ადგილობრივი ნიადაგის (გრუნტის) გამოყენებას, რაც გულისხმობს, რომ ის იქნება შერეული გზების ჰიდრავლიკურ შემკვრელ მასალებთან “დოროპორთან” და “დოროსოლთან”, როგორც გზების ფუნდამენტის/ქვედა ფენის სამშენებლო მასალა, გარე კარიერიდან ხრეშის მოტანის სანაცვლოდ.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.