გია სალუქვაძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

22/05/2017

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე დღეს ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების გამგებლებს და ქალაქ ოზურგეთის მერს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს მიმდინარე წლის 23 აპრილს ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობა. ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტებში დასუფთავების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და დანაგვიანებული ლოკაციების მყისიერად დასუფთავების აუცილებლობაზე. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გუბერნატორის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ანი ჩუბინიძე დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0