გიგლა აგულაშვილი ნადირობის და ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო საბჭოსპრეზიდენტს შეხვდა

04/07/2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ნადირობის და ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო საბჭოს(CIC) პრეზიდენტს ჯორჯ ამანის შეხვდა. საბჭო არის პოლიტიკურად დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს ველური ბუნებისა და ნადირობის შენარჩუნებას. ამ მიზნის მისაღწევად, CIC ხელს უწყობს ველური რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობას.

სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა სტუმრებს პრეზენტაციები ეროვნული საშენი მეურნეობის, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ბიომრავალფეროვნების და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ წარუდგინეს.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ეროვნული საშენ მეურნეობის ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ ასევე ეწვევიან ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0