გიგლა აგულაშვილი სურამის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სურამის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით გაიმართა, სადაც ეკოაქტივისტებმა მინისტრს რეგიონში არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებზე პრეზენტაციები წარუდგინეს. ასევე მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზეც იმსჯელეს. გარემოსდაცვითი კუთხით სამოქალაქო აქტიურობისთვის, გიგლა აგულაშვილმა ეკოლიდერებს მადლობის სიგელები გადასცა.

Visited 191 times, 1 visit(s) today