გივი მოდებაძემ, წარმატებული ჭიათურელი მოცურავეები ფულადი ჯილდოებით, სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მერის მოადგილე გიორგი ბიწაძემ და მერის მრჩეველმა კახა გუდაძემ წარმატებული ჭიათურელი მოცურავეები ფულადი ჯილდოებით, სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვეს. გასული წლის ბოლოს ნინო ხუტუნიშვილმა, მარიამ ხუტუნიშვილმა, თიკა გვიმრაძემ და გიორგი ცხადაძემ საქართველოს ზამთრის ღია ჩემპიონატში წარმატებებს მიაღწიეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს.

“თქვენს მიერ მიღწეული წარმატება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია. თქვენ ასახელეთ მშობლიური ქალაქი და ეს ძალიან სასიხარულოა.დარწმუნებული ვარ,მომავალში საერთაშორისო ტურნირებზეც გიხილავთ ოქროს მედლებით“ – განაცხადა გივი მოდებაძემ.

Visited 32 times, 1 visit(s) today