გივი მოდებაძე და სულხან მახათაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი ზონის ოთხი სოფლის მცხოვრებლებს შეხვდნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, პარლამენტის წევრი გენადი მარგველაშვილი, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი ზონის ოთხი სოფლის მცხოვრებლებს შეხვდნენ. ადგილობრივები ძირითად პრობლემად შიდა საუბნო გზების მოწესრიგებას, გაზიფიცირებასა და ამბულატორიის მომსახურების ხელმისაწვდომობას ასახელებენ. როგორც ადგილზე გაირკვა, სოფლებში სამედიცინო პუნქტების დამატებაა საჭირო, რადგან ყველა მოსახლეს დროულად გაეწიოს სამედიცინო დახმარება.
„ღია დიალოგი“ – ს ფარგლებში, შეხვედრები იმერეთის რეგიონის ყველა სოფელში გაიმართება. მოსახლეობის პრიორიტეტებზე რეაგირება კი ეტაპობრივად მოხდება.

Visited 190 times, 1 visit(s) today