გივი ჭიჭინაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესის მონიტორინგი განახორციელა

12/07/2017

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესის მონიტორინგი განახორციელა.
იმერეთის მხარის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები ხარაგაულის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ, მოადგილე არჩილ მაღრაძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ოთარ ლურსმანაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ვიზიტის ფარგლებში მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ ვერტყვილაში, სოფლის ცენტრალურ გზის 800 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მოინახულეს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 124 909 ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0