გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ფრანსუა პეჰშოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
ფრანსუა პეჰშო უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის ივლისიდან შეუდგა. მან აზიმ სადიკოვი შეცვალა, რომელიც ასევე ესწრებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუშაობისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ წარმომადგენელს აზიმ სადიკოვს წლების განმავლობაში გაწეული მუშაობისათვის და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მჭიდრო, გამჭვირვალე და აქტიური თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობის შედეგად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის ბევრი დადებითი ნაბიჯი გადაიდგა.
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეჰშომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ქვეყანაში ინსტიტუციების გამართულ მუშაობაში შეტანილი წვლილისათვის.

Visited 170 times, 1 visit(s) today