გიორგი ალიბეგაშვილი და თამარ ტალიაშვილი აღმოსავლეთ ევროპის ბრიტანეთის საბჭოების დირექტორს შეხვდნენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშილი საკრებულოში აღმოსავლეთ ევროპის ბრიტანეთის საბჭოების დირექტორს პაბლო როსელის შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის სტრატეგიაზე იმსჯელეს, რომლის მიმართულებით სამუშაო ჯგუფი თამარ ტალიაშვილის ინიციატივით უკვე შეიქმნა.
მხარეებმა ასევე, ბრიტანეთის საბჭოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებისა და კულტურის სექტორის განვითარების კუთხით ერთობლივი პროექტების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრას საქართველოში ბრიტანული საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე ესწრებოდა.

Visited 188 times, 1 visit(s) today