გიორგი ალიბეგაშვილმა ქალბატონებს რვა მარტი მიულოცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქართველ ენათმეცნიერს და ფილოლოგს მზექალა შანიძეს სახლში ეწვია და რვა მარტი მიულოცა.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ 90 წლის ენათმეცნიერს გაწეული ამაგისა და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ყვავილები და ტკბილეული გადასცა.
დღესვე გიორგი ალიბეგაშვილმა ქალთა საერთაშორისო დღე „თბილისის მეტროპოლიტენის „ ტექნიკური განყოფილების ინჟინერს ელინა ტატინოვას მიულოცა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და დამსახურებულ თანამშრომელს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

Visited 153 times, 1 visit(s) today