გიორგი გახარიამ და კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს – ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
გიორგი გახარიამ, ტოივო კლაართან საუბრისას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მხრივ გამოკვეთილ გამოწვევებსა და ოკუპაციის ხაზზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ძალების მიერ თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას, რაც საფრთხეს უქმნის ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

Visited 66 times, 1 visit(s) today