გიორგი გახარიამ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. გიორგი ზვიადაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა და მოვალეობის შესრულებას 21 ივნისიდან შეუდგება.
„სახელმწიფო ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს ჩვენს ქვეყანაში ინოვაციური განვითარების მიმართულებით, შესაბამისად, გვჭირდება უფრო ეფექტური და თვალსაჩინო შედეგები. ეს არის ძირითადი მიზანი და ამოცანა, რომელიც დღეს სააგენტოს წინაშე დგას. ვიმედოვნებ, რომ ახალ ხელმძღვანელთან ერთად აქტიური მუშაობის შედეგად ბევრი სიახლე გექნებათ. ამოცანები, რომელსაც თქვენ ასრულებთ, არის საინტერესო, ახალი, გამომწვევი და იმედი გვაქვს, რომ გაორმაგებული ენერგიით და შედეგებით გააგრძელებთ თქვენს საქმიანობას“ – განუცხადა სააგენტოს თანამშრომლებს გიორგი გახარიამ

Visited 121 times, 1 visit(s) today