გიორგი გახარია ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს, ტორკვატო ჟარდიმს შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი გახარიამ სტუმარს სამინისტროში ბოლო დროს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, დაგეგმილი პროექტები გააცნო.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს და ყურადღება საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გაამახვილეს.
შეხვედრის შემდეგ, ბრაზილიის დელეგაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერა.

Visited 218 times, 1 visit(s) today