გიორგი გახარია ვასილე ბიტკას შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია თბილისში ვიზიტით მყოფ მოლდოვის რეგიონალური განვითარებისა და მშენებლობის მინისტრ ვასილე ბიტკას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარებმა ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მათ შორის, ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ მდგომარეობა, საექსპორტო შესაძლებლობები და შემდგომი განვითარებისა და გაზრდის გზებზე იმსჯელეს.
ვასილე ბიტკა თბილისში საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომის ფარგლებში იმყოფება. კომისიის პირველ სხდომას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ხოლო მოლდოვას მხრიდან მოლდოვას რესპუბლიკის რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი ვასილე ბიტკა ხელმძღვანელობენ.

Visited 225 times, 1 visit(s) today