გიორგი გახარია იაპონიის ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოში იაპონიის ახალ ელჩს, აკირა იმამურას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. პრემიერ-მინისტრმა იაპონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ იაპონია საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მტკიცე მოკავშირეს წარმოადგენს. საუბრისას ხაზი გაესვა COVID-19-ის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იაპონიის ელჩს პანდემიის პროცესში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი აფასებს ამ კუთხით იაპონიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას. შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობას.

Visited 29 times, 1 visit(s) today