გიორგი გახარია შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარეს, მარინა კარობიო გუშეტის შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან მიმართულებებს.
მათ შორის ყურადღება გამახვილდა შვეიცარიის კონფედერაციის როლზე საქართველო-რუსეთს შორის შუამავლობის კუთხით და შეფასდა შვეიცარიის მიერ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა რუსეთის ფედერაციაში. საუბარი შეეხო ასევე ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. კერძოდ, განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის კავშირების გამყარების მნიშვნელობა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში.

Visited 88 times, 1 visit(s) today