გიორგი გუგუჩია, „საზოგადოება ბილიკის” და არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარის” წარმომადგენლებს შეხვდა

07/02/2023

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად „საზოგადოება ბილიკის” და არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარის” წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე „საზოგადოება ბილიკის” ხელმძღვანელმა ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. პროექტის მიზანია, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკის გაუმჯობესება, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ადამიანების პროფესიული გაძლიერება. პროექტი განხორციელდება სამ რეგიონში და ოთხ მუნიციპალიტეტში, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჩართულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. სახელმწიფო რწმუნებულმა „საზოგადოება ბილიკის” და „თანაზიარის“ ხელმძღვანელებს განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა და ახალი პროექტის განხორციელებაში თანადგომა აღუთქვა. პროექტს „საზოგადოება ბილიკი“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET”-ი სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს “Slovak Aid”-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0