გიორგი გურასპაშვილმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

21/08/2017

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ქალაქ ხაშურში, გაგარინის ქუჩაზე, ახლად მოწყობილი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყობა. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 89 248 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება და გართობისა და დასვენებისთვის ქალაქს კიდევ ერთი სივრცე შეემატება.
დაბა სურამში, ცენტრალურ სტადიონზე, გასახდელების მოწყობის სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 43 483 ლარი გამოიყო. პროექტი ინტენსიურად მიმდინარეობს. იგი უახლოეს ხანებში დასრულდება და ხელს შეუწყობს პროფესიული სპორტის განვითარებას.
ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს, დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩაზე, სტიქიის დროს დაზიანებული კედლების მოწყობის სამუშაოები. აღნიშნულისთვის 136 994 ლარია გამოყოფილი. პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდება და შესაძლო სტიქიის პრევენციისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს. 26 მაისის ქუჩის მოსახლეობის წარმომადგენლების განცხადებით, სამუშაოები ხარისხიანად და მუყაითად სრულდება, რისთვისაც მათ გამგებელსა და მშენებლებს მადლობა გადაუხადეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უკვე დასრულებული პროექტებიც დაათვალიერა. კერძოდ, დაბა სურამში, ჩუმათელეთის დასახლებაში რეაბილიტირებული მინი სტადიონი და სოფელ ხსისში მოწყობილი მინი სტადიონი. აღნიშნული პროექტების ღირებულებამ ჯამში 92 783 ლარი შეადგინა.
ადგილობრივმა ბიუჯეტმა დააფინანსა დაბა სურამში, იტრიის დასახლებაში მინი სტადიონის რეაბილიტაცია. პროექტმა 28 655 ლარი შეადგინა. სტადიონების მშენებლობა -რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის გამგეობის პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და დამკვიდრებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0