გიორგი დოხტურიშვილი კრწანისელების საჭიროებებს ადგილზე პირადად გაეცნო

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კრწანისის მცხოვრებლებს შეხვდა. გიორგი დოხტურიშვილი, დასახლებაში არსებულ საჭიროებებს დეტალურად გაეცნო და პრობლემების გადაჭრის გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა – ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის აუცილებლობასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ სამუშაოებზე. მხარის პირველი პირის გადაწყვეტილებით, დაიგეგმა თემატური სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც, შესაბამისი უწყებებისა და კომპანიების წარმომადგენლები, პრობლემის მოგვარების მიზნით განსახორციელებელ კონკრეტულ გეგმას, ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად განსაზღვრავენ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო რწმუნებული, კრწანისის დასახლების მცხოვრებლებს, ვითარების შესწავლისა და დასახელებულ საჭიროებებზე მყისიერი რეაგირების მიზნით, ადგილზე სტუმრობას, მოქალაქეთა მიღების დღის ფარგლებში, სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე დაპირდა.

Visited 54 times, 1 visit(s) today