გიორგი დოხტურიშვილმა გარდაბანში სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

22/08/2022

გიორგი დოხტურიშვილმა ლევან სუხიტაშვილთან ერთად გარდაბანში სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სართიჭალასა და მარტყოფში, სკოლებს სრული რეაბილიტაცია უტარდებათ. მარტყოფის N1 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 1 845 884 ლარია, ხოლო სართიჭალის N2 საჯარო სკოლის ღირებულება ჯამში 2 652 724 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მარტყოფის N1 საჯარო სკოლასა და სართიჭალის N2 საჯარო სკოლის პირველ და მეორე კორპუსში დაწყებულია პირველადი სარემონტო და სადემონტაჟო სამუშაოები, კერძოდ:
შეიცვალა სახურავი;
სრულად განახლდება შიდა ინტერიერი და საკლასო ოთახები;
შეიცვლება იატაკი და კარ-ფანჯარა;
შეიღებება კედლები;
დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა;
მოპირკეთდება გარე სივრცე;
მოეწყობა ახალი სტადიონი და მწვანე სივრცეები;
მოასფალტდება ეზოს გარკვეული ნაწილები.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად სკოლის 1500-მდე მოსწავლეს საშუალება ექნება სრულფასოვანი ზოგადი განათლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღოს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მიმდინარე სამუშაოები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, რუსთავისა და ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატმა, ირაკლი შატაკიშვილმა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ლევან სუხიტაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0