გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს მარიანო რახოის (Mariano Rajoy Brey) შეხვდა. საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს შეეხო. გიორგი კვირიკაშვილმა ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბრისას, ყურადღება ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს დაეთმო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, კარგი საფუძველი არსებობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოის საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო. საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის სფეროში ესპანეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში, საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

Visited 137 times, 1 visit(s) today