გიორგი კვირიკაშვილი საბერძნეთის ახალ ელჩს შეხვდა

09/11/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საბერძნეთის ახალ ელჩთან დიმიტრიოს კარაბალისთან.
მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს ამ კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკა.
ასევე, ყურადღება გამახვილდა განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე.
ელჩმა კარაბალისმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს წარმატებული საქმიანობა უსურვა და ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0