გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აზერ ჰუსეინთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. გიორგი კვირიკაშვილმა აზერ ჰუსეინს მადლობა გადაუხადა ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ იგი დარჩება საქართველოს მეგობრად და გულშემატკივრად. აზერ ჰუსეინი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის პოსტს 2011 წლიდან იკავებდა

Visited 114 times, 1 visit(s) today