გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 23 წელი მიულოცა

23/06/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 23 წელი მიულოცა:
“დღეს შესრულდა 23 წელი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან. ვულოცავ პროფესიულ დღეს მთელ პირად შემადგენლობას, ყველა თანამშრომელს.

საამაყოა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცვის სპეციალური სამსახური, რომლის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად მუშაობს ქართული სახელმწიფოსთვის.

მადლობას ვუხდი მათ ქვეყნის ერთგულებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისთვის და ვუსურვებ წარმატებებს”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0