გიორგი კვირიკაშვილმა სენატორებს მადლობა მხარდამჭერი რეზოლუციისთვის გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ამერიკელ სენატორებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, “რესპუბლიკელ” სენატორ ბობ კორკერს (Senator Bob Corker) , ხოლო მოგვიანებით, კომიტეტის თანათავმჯდომარე, “დემოკრატ” სენატორ ბენჯამენ კარდინს (Senator Ben Cardin) ესაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სენატორებს მადლობა გადაუხადა რეზოლუციის მიღებისთვის, რომელშიც, აშშ-ის სენატი, ნატო-ს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა სტრატეგიული პარტნიორისგან ასეთ თანადგომას ძალიან აფასებს, განსაკუთრებით, ნატო-ს ვარშავის სამიტის დროს.
პრემიერ-მინისტრმა სენატორები საქართველოში მოიწვია. ბობ კორკერმა და ბენჯამენ კარდინმა, გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც სტუმრობა მათთვის ყოველთვის განსაკუთრებულია.

Visited 84 times, 1 visit(s) today