გიორგი კვირიკაშვილმა ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია, რომ უახლოეს პერიოდში საკადრო ცვლილებები არ განიხილება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია, რომ უახლოეს პერიოდში მინისტრების დონეზე არანაირი სახის საკადრო ცვლილებები არ განიხილება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მოსალოდნელია თუ არა მთავრობაში საკადრო ცვლილებები.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური, დეტალური და საქმიანი განხილვა ყველა სამინისტროს მუშაობის.
“ეს არის უკვე გაწერილი გრაფიკი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის პერიოდში გიორგი კვირიკაშვილმა მართლაც განაცხადა ამის შესახებ, რომ შესწავლის შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას. რამდენიმე დღის წინ მან ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია, რომ უახლოეს პერიოდში არანაირი სახის საკადრო ცვლილებები მინისტრების დონეზე არ განიხილება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

Visited 133 times, 1 visit(s) today