ხონისა და ვანის ახლადარჩეულმა დეპუტატმა გიორგი ლილუაშვილმა დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლების გუბის, პატარა კუხისა და ქალაქ ხონის №3 საჯარო სკოლები მოინახულა და მასწავლებლებს შეხვდა. ადგილზე გაეცნო აღნიშნულ სკოლებში არსებულ პრობლემებს და დახმარება აღუთქვა. „როგორც დაგპირდით ჩვენს შეხვედრებს სისტემატიური ხასიათი აქვს. მე დღეს მოვედი, რათა ადგილზე გავცნობოდი არსებულ პრობლემებს. მინდა გითხრათ, რომ 2017 წელს, აღნიშნული სკოლების რეაბილიტაცია განხორციელდება და მომავალ თაობას, განათლების მიღება კომფორტულ გარემოში შეეძელაბათ. დეპუტატმა ასევე მოინახულა სოფელ გუბშის საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობაც გასულ წელს დაიწყო და ამჟამად ეზოს შემორაგვითი სამუშაოები მიმდინარეობს.