გიორგი მარგველაშვილი და მაიკ პენსი „ღირსეული პარტნიორის” ქართულ და ამერიკულ კონტინგენტს შეხვდებიან

01/08/2017

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტთან ერთად დღეს წვრთნების „ღირსეული პარტნიორის” ქართულ და ამერიკულ კონტინგენტს შეხვდება და მრავალეროვან სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართავს.
“თავისთავად, ეს წვრთნები უაღრესად მნიშვნელოვანია, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და ნატოსთან თავსებადობის ასამაღლებლად.
პრეზიდენტს ექნება მიმართვა შეიარაღებული კონტინგენტისათვის, სადაც ხაზს გაუსვამს, როგორც ჩვენს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე ისაუბრებს და წარმოადგენს მის ხედვას საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და იმ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც შექმნილია საქართველოს ირგვლივ.
საქართველოს პრეზიდენტს მანამდე ექნება საშუალება და ექნება კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტთან, სადაც განხილული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დაკავშირებულია საქართველო-ამერიკის ურთიერთობების მომავალთან“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0