გიორგი მარგველაშვილი თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

24/04/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანს სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღმავებას, შავი ზღვის თანამშრომლობის განვითარებას, თურქეთ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობას და გაძლიერებას.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრასთან დაკაშირებულ საკითხებს.
„ვისაუბრეთ სამმხრივ შეხვედრებზე – თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოების ერთობლივ მემორანდუმზე.
განვიხილეთ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს შედგება საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა, და ასევე, მაისში, „ბი სე კი-ს“ ფორუმის ფორმატში საუბარი იქნება სამმხრივ თანამშრომლობებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0