გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს და ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, კონსულტაციებს სთავაზობს

27/09/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს და ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, კონსულტაციებს სთავაზობს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მიშველაძის თქმით, კონსულტაციები ხვალ, 16:00 საათზე გაიმართება.
“მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ გუშინ მიიღო კონსტიტუცია. ამ დოკუმენტის ხარვეზების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობის განმავლობაში პრობლემებზე მიანიშნებდა არამარტო პრეზიდენტი, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ვენეციის კომისია.
ამ დროისათვის, ახლად მიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებებს ითხოვს მმართველი გუნდიც. ვინაიდან პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, სახელმწიფო ინტერსებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი, მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილვევლად, ,,ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ხვალ 16:00 საათზე სთავაზობს კონსულტაციებს პრეზიდენტის სასახლეში”, – განაცხადა მიშველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0