გიორგი მარგველაშვილი სენატორ დიკ დერბინთან შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში სენატორ დიკ დერბინთან შეხვედრისას საქართველო – ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა.
შეხვედრისას განიხილეს ასევე, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, ჰიბრიდული ომი და საქარველოს პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერის კონსოლიდაცია.
გიორგი მარგველაშვილმა სენატორს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა და არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტზე გაამახვილა ყურადღება.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით საქართველო ისწრაფვის გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ამით გაამყაროს ის ევროპული არჩევანი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მრავალი საუკუნის წინ გააკეთეს.

Visited 138 times, 1 visit(s) today