გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

18/07/2016

სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მილან ბრგლეზს შეხვდა.
საქართველოს დელეგაციასთან ერთად გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა და სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე, საპარლამენტო მეგობართა ჯგუფების ურთიერთობების გააქტიურებაზე და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა ასევე, თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას მრავალმრივი საპარლამენტო ფორმატით – ევროპის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის, ნატოსა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეების ფარგლებში. როგორც შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, ამიტომ საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ 2016 წლის ოქტომბერში, სლოვენიელი დამკვირვებლები ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, შეხვედრის დაწყებამდე ,,ოქროს წიგნში” ჩანაწერი გააკეთა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0