გიორგი მარგველაშვილი სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს შეიხს შეხვდა

21/04/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს შეიხს ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადესს შეხვდა.
შეხვედრისას რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი თანამემამულეების მდგომარეობაზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ საჭიროა აზერბაიჯანელი მოსახლეობის მეტი ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში.
გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე ის პროექტები განიხილა, რომელიც აზერბაიჯანელი თანამემამულეებისათვის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი და ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე, საპატრიარქოს წარმომადგენელი გიორგი ზვიადაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0