გიორგი მარგველაშვილი უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის დაყენებას არ აპირებს

27/06/2017

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის დაყენებას თავად არ აპირებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტია დაგეგმილი საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. ამ ვიზიტის ფარგლებში განიხილება ორი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები.

ეს თემა წინასწარ დღის წესრიგში არ არის. საქართველოს პრეზიდენტი ამ თემის წამოწევას თავად არ აპირებს”,- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0