გიორგი მარგველაშვილმა აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატასთან აბრეშუმის გზის ფარგლებში საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების საკითხები განიხილა

29/11/2017

აბრეშუმის გზის ფარგლებში საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმების შესახებ, ღია ბაზრის პოლიტიკაზე, სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფის ხელშეწყობაზე, საკუთრების სათანადო დაცვის, ინტელექტუალური უფლებების თაობაზე ისაუბრა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარესთან ლიუ იანზონგთან შეხვედრისას.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალი, სამართლიანი და მდგრადი განვითარების მიმართულებებზე. გატარებულმა რეფორმებმა კი, უზრუნველყო, რომ საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი ჩამოყალიბდა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, მარტივი საგადასახადო სისტემა და საბაჟო ადმინისტრირება, კორუფციისგან თავისუფალი გარემო, შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმები – ეს ყველაფერი საქართველოს ინვესტიცირებისათვის მიმზიდველ ქვეყნად აქცევს.
აღინიშნა, რომ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ჩინეთთან, ევროკავშირთან, EFTA, აშშ მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის მიმზიდველობას, როგორც ღირებული საინვესტიციო დანიშნულებას.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ვაჭრობის ლიბერალიზაცია და მსოფლიო წამყვან ბაზრებთან ინტეგრაციაა, საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით DCFTA- ს ჩათვლით, რომელიც გამორიცხავს სატარიფო და არასატარიფო ბარიერებს ევროკავშირთან ვაჭრობაში და არეგულირებს სავაჭრო საკითხების ფართო სპექტრს. DCFTA მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის მიმზიდველობას, როგორც ღირებული საინვესტიციო დანიშნულებას.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს როლს აბრეშუმის გზის ფარგლებში და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას.
“სულ უფრო ღრმავდება სავაჭრო ურთიერთობები თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემდგომ ჩინეთთან და შესაბამისად, ჩინური და ზოგადად, აზიური ქვეყნებისთვის საქართველო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზა ევროპის მიმართულებით ტვირთების გადასაადგილებლად და პირიქით.
შესაბამისად, განვიხილეთ სწორედ ის საკითხები, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად იქნას გამოყენებული საქართველოს პოტენციალი”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის საერთშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მუდმივად ჩართულია აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის აქტივობებში, როგორც მისი ერთ-ერთი ძირითადი წევრი და მონაწილეობს სამიტებში, რომელიც აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის ბიზნეს-კომუნიკაციის დამყარების კუთხით ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0