გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო, სპეციალიზებული გამოფენის “ექსპო – 2017” მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

13/06/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ასტანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, საერთაშორისო, სპეციალიზებული გამოფენის “ექსპო – 2017” მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
“ექსპო 2017”-ზე წარმოდგენილია სიახლეები სხვადასხვა ქვეყანაში შემუშავებული განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის შესახებ.
პრეზიდენტს საქართველოს პავილიონში, რომლის მეშვეობითაც “ექსპოს” დამთვალიერებელს საქართველო საკუთარი ენერგოპოტენციალის შესახებ ინფორმაციას აწვდის, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა უმასპინძლა.
გიორგი მარგველაშვილმა ასევე დაათვალიერა ყაზახეთის პავილიონი და გამოფენის ფარგლებში საქართველოს ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც 13 ივნისის თბილისში მომხდარი წყალდიდობის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.
გამოფესაქართველოს ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართველი მომღერლები თამარ გვერწითელი, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და სხვა შემსრულებლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0