გიორგი მარგველაშვილმა ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა

03/04/2017

გიორგი მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ქართულ ენას, ხალხურ სიმღერებს და საქართველოს ისტორიას სწავლობენ.
გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციის უფროსთან ერთად სტუმრებს გაესაუბრა და ფერეიდანში ქართველების ცხოვრებით დაინტერესდა. ქვეყნის პირველმა პირმა პროექტის შესახებაც ისაუბრა და მონაწილეებს წარმატება უსურვა. პროექტის მონაწილეებმა პრეზიდენტს წმინდა გიორგის გამოსახულებიანი კედლის პანო აჩუქეს, რომელიც სასახლეში დაიკიდება.
ფერეიდნელმა ახალგაზრდებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს.
პროექტს, რომელსაც უკვე მეორე წელია “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“ ახორციელებს, ფერეიდნელი ახალგაზრდებისათვის ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და ხალხური სიმღერების შესწავლას ისახავს მიზნად. ახალგაზრდებისათვის ქვეყნის მასშტაბით, ექსკურსიებიც ეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0