გიორგი მღებრიშვილი პეკინის ტრანსპორტის მართვის ცენტრს ეწვია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში თავისი პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პეკინის ტრანსპორტის მართვის ცენტრს ეწვია.
გიორგი მღებრიშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დავით აფციაურთან და შს სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, პეკინის ტრანსპორტის მართვის მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ცენტრი დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
„პეკინში ფუნქციონირებს საქართველოს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მსგავსი – ტრანსპორტის მართვის ცენტრი, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ემსახურება. მოგეხსენებათ, ჩინეთის ძლიერი მხარე მისი ტექნოლოგიური მიღწევებია. მჯერა, რომ მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენი უწყების ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა ტრანსპორტის მართვის ცენტრის დათვალიერების შემდეგ.

Visited 174 times, 1 visit(s) today