გოგინაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

07/09/2017

შუახევის მუნიციპალიტეტის დღვანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გოგინაურში ნუგზარ გოგიტიძის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ორ სართულიან ხის შენობა-ნაგებობას ხანძარი საღამოს საათებში გაუჩნდა.სახლთან ერთად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთებიც.ხანძრის ვოკალიზება შუახევისა და ქედის სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა შეძლეს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მუშაობის შედეგად გადარჩა ხანძრის კერასთან ახლოს მდებარე მამუკა გოგიტიძის საცხოვრებელი სახლი. სახლში ორი წევრი ცხოვრობდა.ოჯახი სოციალურად დაუცველია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები აუცნობია. დაზარალებულები ამ დროისათვის თავს ნათესავებს აფარებენ. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. შუახევის გამგებლის ტარიელ ებრალიძის განცხადებით დაზარალებულ ოჯახს დახმარება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სარეზერვო ფონდიდან გაეწევა. გასულ წელს ნუგზარ გოგიტიძეს ბოსელიც დაეწვა. ოჯახმა ფულადი დახმარება მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0