გოგი მეშველიანმა და ბუბა გობეჯიშვილმა სოფელ ბოლნისის, ფოლადაურის, ზემო ბოლნისისა და სამწევრისის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად სოფელ ბოლნისს, ზემო ბოლნისს, სამწევრისსა და ფოლადაურს ესტუმრნენ. საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინეს. გოგი მეშველიანმა და ბუბა გობეჯიშვილმა სოფლის მაცხოვრებლებს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები.

Visited 113 times, 1 visit(s) today