გოგი მეშველიანმა და დავით შერაზადიშვილმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ომის ვეტერანებს საჩუქრები გადასცეს

08/11/2019

ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსთან ლევან ამირიძესთან ერთად განსაკუთრებული საჭიროების მქონე 5 ვეტერანს, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.
მერი და ბოლნისის მაჟორიტარი ვეტერანებთან შეხვედრისას მათ საჭიროებებს გაეცნენ და სახელმწიფოს მიერ ომის ვეტერანებისთვის შეთავაზებულ სერვისებზე ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0