გოდერძი თევზაძის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პოლიციელ გოდერძი თევზაძის საქმეზე, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, წინასწარი კომენტარისგან თავს იკავებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, გამოძიება ჩატარდება და დადასტურდება, რა არის სიმართლე.
”ძალიან კარგია, რომ ის დღეს არის დაკავებული. მას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი უფლებები. რადგანაც გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ წინასწარი კომენტარები ალბათ აღარ უნდა გავაკეთოთ. გამოძიება ჩატარდება და დადასტურდება, რა არის სიმართლე. ვერავინ გაექცევა დანაშაულს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯერ გამოძიება მიმდინარეობს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Visited 127 times, 1 visit(s) today