გოლფში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატის პირველი სიმბოლური დარტყმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ შეასრულა, რის შემდეგაც ასპარეზობაში 32 მოყვარული გოლფერი ჩაერთო.
დასკვნით დღეს გამოვლენილი საუკეთესო ოთხეული: სანდრო ილაშვილი (ჩემპიონატის გამარჯვებული), ზაურ გაბაიძე, ქართლოს დიასამიძე და ჟან-პატრიკ ვოისინი აგვისტოში, ვილნიუსში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოლფის პირველი ეროვნული ნაკრების სახელით იასპარეზებენ.
Visited 166 times, 1 visit(s) today